კანადური და ამერიკული ავიაკომპანიები საწვავზე ფასების ზრდის გამო ბარგს აძვირებენ

ამერიკული და კანადური ავიაკომპანიები ზრდიან ბარგის, ბილეთების გადაცვლის და სხვა მსგავსი მომსახურების საფასურს, რათა იმ დამატებითი ხარჯის კომპენსირება მოახდინონ, რომელსაც საწვავზე ფასის ზრდა იწვევს.ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

გაზეთის ინფორმაციით, United Airlines-მა პარასკევიდან 25$-დან 30$-მდე გაზარდა ჩასაბარებელი ბარგის ერთი ერთეულის ფასი, მეორე ერთეული კი მგზავრს 50$ დაუჯდება. აღნიშნული მოქმედებს ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის მიმართულებებზე.

ამერიკულმა დაბალბიუჯეტიანმა JetBlue Airways-მაც ასევე ხუთი დოლარით 30$-მდე გაზარდა პირველი ჩასაბარებელი ბარგის ფასი, მეორეზე კი 40$-მდე. 200$-ზე მეტი ღირებულების ბილეთის შეცვლა მფლობელს აქამდე არსებული 150$-ის ნაცვლად 200$ დაუჯდება.

რაც შეეხება კანადურ კომპანიებს, Air Canada-მ და WestJet Airlines-მაც ბარგზე გადასახადი 30$-მდე გაზარდეს.

კოკა კვირკველია