უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირს უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი უწოდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 11,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა.
„დღეიდან ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები გახდნენ. ევროკავშირის წილმა უკრაინის საგარეო ვაჭრობაში 42%-ს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩვენ 11,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ“ - დაწერა უკრაინელმა ლდიერმა Facebook-ში და აღნიშნა, რომ ეს თითქმის 2 მილიარდით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეს კი პოროშენკომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ზუსტად 1 წლის წინ ამოქმედებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებას დაუკავშირა, რომელიც მისივე განცხადებით, საბოლოოდ ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
2017 წელს ევროკავშირში უკრაინამ 17,5 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა.
კოკა კვირკველია