„პორშემ“ ლაიპციგში განახლებული „მაკანის“ წარმოება დაიწყო

„პორშემ“ თავის ლაიპციგის ქარხანაში, განახლებულ ქროსოვერ „მაკანის“ წარმოება დაიწყო.

2019 სამოდელო წლის პირველი „მაკანი“, რომელიც მწვანე (მამბა გრინ მეტალიკ) ფერშია შეღებილი, ჩინეთში მიღებული შეკვეთის შესასრულებლად გაიგზავნა. „პორშე“ ვარაუდობს, რომ მალე „მაკანის“ დღიური წარმოება 420-ს გადააჭარბებს.

ლაიპციგის ქარხნის მოდერნიზაცია 2011 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც, მას ძარის ასაწყობი და სამღებრო სექციები დაემატა. ლაიპციგში „მაკანის“ 2014 წელს დაიწყო. წლიურად იქ 90 000 ეგზემპლარს აწყობენ. ეს კომპაქტური ქროსოვერი განსაკუთრებული პოპულარობით ჩინეთში სარგებლობს. ამის დასტურია ის, რომ სულ წარმოებული 350 ათასი ეგზემპლარიდან, 100 ათასი სწორედ ჩინეთში გაიყიდა.

შესაბამისად, განახლებული ვერსიის პრემიერა შანჰაიში, სპეციალურად ჩატარებულ პრეზენტაციაზე, ივლისის ბოლოს ჩატარდა.

განახლებული „მაკანი“ ეკიპირებულია ახალი შუქდიოდური ფარებით და უკანა ფარებით, რომლებსაც ერთმანეთთან LED-ზოლი აკავშირებს, როგორც ეს უფრო დიდი ზომის „კაიენზეა“. სალონში მუშაობს ახალი ინფოტაინმენტ სისტემა, რომელსაც 11-დუიმიანი სენსორული ეკრანი ემსახურება. ის დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის ბაზასთან, რომელიც ტრაფიკის შესახებ ინფორმაციას სხვა ავტომობილებისგანაც აგროვებს.

გერმანულ კომპანიას ძრავების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ განახლებული „მაკანი“ 20 და 21-დუიმიან ბორბლებს, შეცვლილი მახასიათებლების მქონე საკიდარით უკავშირდება. ეკიპირებაში შევიდა საცობებში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ასევე დანართი „ოფროუდ პრესიშენ“, რომელიც უგზოობის პირობებში მოძრაობის ინსტრუქციებს მოიცავს და გავლილი გზის შესახებ მონაცემებს აგროვებს.