„სამუშაო გამოცდა უნდა იყოს, გამოცდამ კი სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ“ -  Google-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ლარი პეიჯის ბიზნესრჩევები

ვცდილობთ, მომხმარებლის ის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რომლებზეც ჩვენამდე არავინ დაფიქრებულა, - ეს სიტყვები Google-ის ერთ-ერთ დამაარსებელს, ლარი პეიჯს ეკუთვნის.

ლარი პეიჯი 1973 წელს დაიბადა აშშ-ის ქალაქ ლანსინგში, მასწავლებლის ოჯახში. მამამისი კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი იყო მიჩიგანის უნივერსიტეტში. დედაც იმავე უნივერსიტეტში პროგრამირებას ასწავლიდა. თავადაც მშობლების გზას გაჰყვა და მაგისტრის ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში. სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნო ასპირანტი-მათემატიკოსი სერგეი ბრინი, რომელთან ერთადაც შემდგომში ბიზნესი წამოიწყო. დღეს ლარი პეიჯი ”გუგლის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორია.

ლარი პეიჯის ბიზნესრჩევები:

1. უფრო ადვილია წარმატების მიღწევა მეგაამბიციური პროდუქტებით. ეძებეთ გიჟური იდეები! ერთი შეხედვით ეს თითქოს სიგიჟეა, მაგრამ თუ აირჩევთ საქმეს, რომელსაც მხოლოდ შეშლილმა შეიძლება მოჰკიდოს ხელი, არც ისე ბევრი კონკურენტი გეყოლებათ. სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ჩემსავით შეშლილია. საუკეთესო ადამიანებს დიადი ამოცანების შესრულება სურთ. სწორედ ამის მაგალითია ”გუგლი”.

2. ნუ შეგაშინებთ მარცხი - როცა ”გუგლის” შექმნას ვიწყებდით, შეიძლებოდა, მარცხი გვეწვნია, მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა. ჩვენ იმის კი არ გვეშინოდა, რომ შიმშილობა მოგვიწევდა ან სამსახურს ვერ ვიშოვიდით, ცუდად ვიცხოვრებდით ან რაღაც ამგვარი, გვეშინოდა იმის, რომ შევქმნიდით რაღაც ახალს და მარცხს განვიცდიდით. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი რომ გააკეთო, შიში უნდა გადალახო. ადამიანები სინამდვილეში არაფერს რისკავენ, თუმცა, ფიქრობენ, რომ რისკზე მიდიან.

3. შეიძლება, სერიოზული იყო კოსტიუმის გარეშეც.

4. ყოველთვის უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე თქვენგან ელოდებიან.

5. სამუშაო გამოცდა უნდა იყოს, გამოცდამ კი სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ.

6. ყველაფერი რომ ფულის გამო გვეკეთებინა, დიდი ხნის წინ გავყიდდით კომპანიას და პლაჟზე დავისვენებდით.

7. თითქმის ყველას, ვისაც რევოლუციური ან უბრალოდ კარგი იდეა ჰქონდა, თავდაპირველად, გარშემო მყოფები ეუბნებოდნენ, რომ გიჟი იყო.

8. თქვენს კომპანიაში არა გყავთ საკმარისად მენეჯერი? მენდეთ, ჯობია, მეტისმეტად ცოტა გყავდეთ, ვიდრე მეტისმეტად ბევრი.

9. ჩვენი წარმატება იმაშია, რომ ყოველთვის ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ. თუ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს გადახედავთ, ისინი საკმაოდ ხშირად აანონსებენ რაღაცას, მაგრამ წლები გადის, პროდუქტი კი არ შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს.

10. ვცდილობთ, მომხმარებლის ის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რომლებზეც ჩვენამდე არავინ დაფიქრებულა.

bpn