თანამედროვე მსოფლიოს ანალოგიურად საქართველოშიც ციფრული კომუნიკაცია და მარკეტინგი სულ უფრო აქტუალური ხდება.სწორედ ამიტომ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით კიდევ ერთი ივენთი გაიმართება, სადაც სპიკერები იმაზე ისაუბრებენ, თუ რა არის ზოგადად ციფრული ტრანსფორმაცია, რატომ გახდა ის 21-ე საუკუნის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი წარმატებისთვის.
ზოგადად, ციფრული მარკეტინგი მოიცავს ისეთ მარკეტინგულ საქმიანობას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლების მოზიდვასა და შეთავაზებების გაყიდვას. მას ტრადიციულთან შედარებით რამდენიმე ცალსახა უპირატესობა აქვს. ის გაცილებით უფრო ხარჯეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი. ციფრული მარკეტინგი 1
საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფოკუსირება ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა. ადვილია შედეგების დათვლა და ანალიზის გაკეთებაც. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი რეკლამა.
ციფრულ კომუნიკაციაზე იქნება საუბარი მარკეტინგულ ივენთზე „ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის“, რომელიც 11 სექტემბერს, 18:30 საათზე „ტერმინალში“ (აბაშიძის ქუჩა # 34) გაიმართება. ღონისძიება ტარდება ბიზნესლიტერატურის პროექტ, „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნის, სახელწოდებით - Hegarty on advertising მოკლე პრეზენტაცია, წიგნზე ისაუბრებს კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის დირექტორი, ვატო ქავთარაძე.
რაც შეეხება სპიკერებს, ღონისძიებას გაუძღვებიან:
ჯეიმს სეთი – Leavingstone -ის კრეატიული დირექტორი, თემით - Baby Otters and Girls in Thongs;
ანუნა ბუკია - Copeshia-ს დამფუძნებელი, თემით - ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის და სოციალური კამპანიები.
დავით ხოსროშვილი - Wifisher-ის დამფუძნებელი, თემით - ციფრული მარკეტინგი და ანალიტიკა ბიზნესისთვის;
კახა მაღრაძე - Gepra-ს უფროსი პარტნიორი, თემით - პიარის წინაშე არსებული გამოწვევები;
ბასა მეტრეველი & ლევან კეცხოველი - Redberry - ის ციფრული პროდუქტ-ჯგუფის უფროსი/ მმართველი პარტნიორი და მომხმარებელთა მომსახურების დირექტორი, თემით - ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო
ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი ბასა მეტრეველი, რომელიც ღონისძიებაზე ლევან კეცხოველთან ერთად წარსდგება, „ბიზნესპრესნიუსს“ მათი პრეზენტაციის შესახებ უყვება:
„ჩვენ ვაპირებთ მოგიყვეთ, რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და რატომ გახდა ის ასეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე სამყაროში ბიზნესისათვის. ვისაუბრებთ რამდენიმე წარმატებული ქეისის შესახებ, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ბაზარზე. რაც მთავარია, მოგიყვებით როგორ აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტომ და დღეს როგორ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რათა წარმატებულად შეძლონ თავიანთი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია“,- აცხადებს ბასა მეტრეველი.
აღსანიშნავია, რომ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა წიგნები „ლურჯი ოკეანის“ სერიიდან.
პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. სერია აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯონ კინგი, ბრაიან თრეისი, და სხვა.
ლურჯი ოკეანის წიგნები: http://blueocean.ge/
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2049923961987004/
ბილეთის შესაძენად: https://tkt.ge/ka/event/cifruli-komunikacia-cvlilebebistvis-157771