გორის მერიაში ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ მილიონამდე ლარი შეადგინა

2018 წლის განმავლობაში (8 თვე), გორის მერიამ 74 ელექტრონული ტენდერის შედეგად 926 295 ლარის ეკონომია მიიღო.როგორც გორის მერიის პრესსამსახურიდან იუწყებიან, ტენდერების სახელშეკრულებო (ფაქტიური) ღირებულება 14 336 335 ლარით განისაზღვრა. მათი სავარაუდო სატენდერო ღირებულება ჯამში 15 262 630 ლარს შეადგენდა.

„მიღებული ეკონომიით უკვე დაფინანსდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი (ატენის სასმელი წყალი - მე-3 ეტაპი, ტინისხიდის სასმელი წყალი, გარეგანათება - ნადარბაზევში, თერგვისში, კირბალში, ყელქცეულში, ცხინვალის გზატკცილის მონაკვეთზე, მეღვრეკისის გზის რეაბილიტაცია და ა.შ.).

მიმდინარე წელს მერიამ ჯამში 128 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მათმა სატენდერო ღირებულებამ 19 758 746 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გაფორმებულია 74 ხელშეკრულება, უარყოფითი შედეგით დასრულებულია 6, შეწყვეტილია 1, მიმდინარეობს 24 და არ შედგა 23 ტენდერი. 23 არ შემდგარ ტენდერს შორის, უკვე შედგა 4, მიმდინარეობს 6 და უშედეგოდ დასრულდა 6 პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ორ-ორჯერ გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეწყვეტილი ტენდერიც ხელმეორედ გამოცხადების შემდეგ შედგა და გაფორმდა ხელშეკრულება“, - აცხადებენ გორის მერიაში.