ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანა იზღუდება.
როგორც "სერვისაგროს" დირექტორმა ბესო ჯიქიამ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, მხოლოდ მინისტრის ბრძანების შემდეგ ერთ კვირაში ერთი კგ ხორბლის ფასი 63-დან 68 თეთრამდე გაიზარდა.
„მე რკინიგზითაც შემომაქვს ხორბალი. ახლა გზაშია ჩემი ვაგონები და 240 დოლარად უნდა გავყიდო 1 ტონა, ტრაილერით მიღებულს კი 220 დოლარად ვყიდი,“-აღნიშნავს ჯიქია.
რაც შეეხება წლების მიხედვით ხორბლის ფასის დინამიკას საქართველოსა, ფოთი/ბათუმის პორტებში ხორბლის ღირებულება ყველაზე მაღალი - 310,60 დოლარი 2012 წელს იყო. ამის შემდეგ ხორბლის ფასი ყოველწლიურად კლებულობდა, 2016 წლიდან კი კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2016 წელს პორტებში ხორბლის ფასი 187,27 დოლარი; 2017 წელს - 202,25 დოლარი; ხოლო 2018 წლის მონაცემებით, 217,06 დოლარი იყო.