"საქართველოს ფოსტა", რომელიც საქართველოში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, გზავნილთა მიღებას, გაგზავნას, გადაზიდვასა და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - 190-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
საინტერესოა, რამდენია ფოსტის ხელმძღვანელის ხელფასი? როგორც 2018 წლის მარტში შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, ლევან ჩიკვაიძემ "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელის პოსტზე ხელფასის სახით 2017 წელს 41 385,51 ლარი გამოიმუშავა.
"საქართველოს ფოსტის" პარალელურად, ჩიკვაიძემ 2017 წლის განმავლობაში "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ხელმძღვანელის პოსტზე 85 013,65 ლარის, ხოლო შპს "ექსპრესის" ხელმძღვანელის პოსტზე 33326,45 ლარის ოდენობის ანაზღაურება აიღო.
ლევან ჩიკვაიძე ასევე შპს "ელ სი კომპანის" 100%-იანი წილის მფლობელია, მისი მეუღლე
ნინო მაჭარაშვილი კი შპს "რუსთავი პურის" 100%-იანი წილის მფლობელი.
დეკლარაციის შევსებისას, ლევან ჩიკვაიძეს "ლიბერთი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 149,76 ლარი ჰქონდა, TD Bank-ში 314 დოლარი, "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე კი 4015,01 ლარი.
რაც შეეხება გასავალს, მის შვილს ნიკოლოზ ჩიკვაიძეს სწავლის საფასურის სახით გადახდილი აქვს 2017 წელს 9900 ევრო, მეორე შვილს - მარიამ ჩიკვაიძეს კი სწავლის საფასური 3750 ევროს ოდენობით.
ამასთან, ნიკოლოზ ჩიკვაიძეს ბებიისგან საჩუქრის სახით მიღებული აქვს 14 000 ამერიკული დოლარი, მარიამ ჩიკვაიძეს კი 5000 დოლარი. კითხვის გაგრძელება