არადეკლარირებული ოქროს შემოტანა აღიკვეთა

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში არადეკლარირებული ოქრო შემოჰქონდა.

თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე შ.ნ.-ის ხელჩანთის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა 67,8 გრ. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები – 1 ცალი ოქროს ყელსაბამი, 2 ცალი ოქროს სამაჯური, 1 წყვილი ოქროს საყურე, 5 ცალი ოქროს ბეჭედი - აღმოაჩინეს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო ღირებულებამ 3600,96 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით 3600,96 ლარის ჯარიმა შეეფარდა.