21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში ბლოკჩეინინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს.
კონფერენცია ჩატარდება ბიტმეინისა და მისი პარტნიორი კონპანიის ბიტკანის მხარდაჭერით. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის ბიტმეინის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ.
შპს „ბიტმეინ ტექნოლოჯი“ არის ლიდერი ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მაინერების წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. კომპანია კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში განკარგავს რამდენიმე მსხვილ კრიპტომიმართულებას: Antpool.com, BTC.com, connectBTC.com და hashnest.com. იგი ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაზე.
ბითმეინმა 2018 წლის მაისში თბილისში წარმომადგენლობა გაიხსნა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის დაინტერესებას საქართველოს მიმართ.
აღნიშნული კონფერენცია 2018 წლის ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში, მასში 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიაში. სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, ახალი ბიზნეს იდეების განხილვა, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, კრიპტოვალუტისა და მაინინგის პოტენციალი. ამავე დროს ქართველ ბიზნესმენებს უნიკალური შანსი ეძლევათ, ახალი კავშირების დასამყარებლად ’’ .
‘’მაინინგინდუსტრიაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით ბუნებრივია. საქართველოში მაინინგი ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ წამყვან პოზიციას იკავებს, აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე განხილული იქნება მაინინგსექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - ეკომაინინგი, რომლის პრაქტიკულ გამოყენებაზეც ისაუბრებენ მაინინგდათაცენტრების ხელმძღვანელები.
სამდღიანი სამიტის განმავლობაში, ჩამოსული სტუმრები გაიცნობენ ქართულ კულტურას, მათი სტატუსიდან გამომდინარე კი, მსგავსი ღონისძიება აუცილებლად გაზრდის ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარებას.
სამიტიზე დასწრება, შესაძლებელია ბილეთის შეძენის შემთხვევაში.