Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია

NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გუშინ გამართული ვაჭრობის შემდეგად, ამერიკული კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

შედეგად, Amazon მეორე კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ ამ ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, წელს ეს ნიშნული Apple-მა 3 აგვისტოს გადალახა. ახლა კი კომპანიის ღირებულება NASDAQ-ზე 1,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ტრილიონიან ნიშნულთან ახლოსაა კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, კომპანია Alphabet-ი, რომელიც Google-ის მფლობელი კომპანია გახლავთ. ამ ნიშნულს ასევე უმიზნებს Microsoft-ი.

Amazon-ი 1994 წელს დაარსდა. ის მსოფლიოს უსმხვილესი რიტეილერი კომპანიაა და სხვადასხვა სფეროში მომსახურებას ეწევა. ამერიკის გარდა კომპანიას საკუთარი წარმომადგენლობები მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც აქვს.

კოკა კვირკველია