თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 219 მიმდინარე, 198 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 12 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ. კერძოდ, ერთ-ერთი მოქალაქე ხმის ჩამხშობი ნაწილის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვას ითხოვს.
„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური განაშენიანება-დასახლება მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციებზე მცხოვრებთა რიცხვი გაიზარდა, შესაბამისად, ძალიან გადატვირთულია პიკის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ნუცუბიძის ქუჩაზე გამოსასვლელ გზებზე. გამომდინარე მშენებლობების ინტენსივობიდან მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში რაც თითქმის შეუძლებელს გახდის ავტომობილით გადაადგილებას. აღნიშნულ გარემოებებს ძალიან უშველის ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონიდან (ან შესაძლებელია უკეთესი ლოკაციის არჩევა რომ ყველა დასახლებული ადგილიდან ადვილად მისასვლელი იყოს) დაკავშირებული საბაგირო გზა უნივერსიტეტის ახლად გახსნილ მეტროსთან.
ასევე საჭიროა, შუქნიშნების გადაკეთება ნუცუბიძის მე-2 და მე-3 მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩაზე გამოსავლელ გზებზე და მწვანე შუქის ანთების დროის გაზრდა.. (ასევე ინტენსიური დასახლება მიმდინარეობს ლისის მიმდებარე სააგარაკო ტერიტორიებზე (თხინვალა, მუხაწყარო) სადაც ასევე საბაგარო გზის აყვანა მოაგვარებს ხალხის გადაადგილების პრობლემას,“-აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრამდეა.