სტიქიამ გურჯაანის რაიონის სამი სოფელი დააზარალა

სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონის სამი სოფელი დააზარალა.

სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ვეჯინში სტიქიმ ატმის მოსავალი და ვენახები დააზიანა.

ადგილობრივების თქმით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ვენახების 50 პროცენტი გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.