1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6165 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5844 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0323 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9868 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0455 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.