საუდის არაბეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 16 არაბი ჟურნალისტი, ბლოგერი და ავიაკომპანია Flynas Airline-ის 2 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.
ტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, გორი, უფლისციხე დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა და ბლოგერები ესტუმრნენ ასევე კახეთს.
თბილისში არაბ ჟურნალისტებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. შეხვედრაზე პრესტურის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.