მეჯვრისხევის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, დასრულებული სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა.
როგორც კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, გარდა გზის რეაბილიტაციისა, მიმდინარე წელს კვარხეთში ნაგვის ურნების განთავსებაც იგეგმება.
„ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მეჯვრისხევის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724 მეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა.
985 312 ლარის ღირებულების პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოები შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“- მა აწარმოა. პროექტი გზის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია,” - ნათქვამია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.