allproperty.ge მომხმარებლებს მობილური აპლიკაციით სარგებლობას სთავაზობს

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია iPhone-ებისთვის http://bit.ly/allpropertyios, ხოლო ანდროიდებისთვის http://bit.ly/allpropertyandroid

უძრავი ქონების საძიებო სისტემა allproperty.ge მომხმარებლებს სასურველი უძრავის ქონების მოძიებას ახლა ინტერნეტ-პორტალის გარდა, მობილური ტელეფონის საშუალებითაც სთავაზობს.

allproperty.ge-მ ცოტა ხნის წინ მობილური აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ანდროიდებისა და Iphone-ებისთვის არის შექმნილი. სმარტფონებისა და აიფონების მფლობელი ყველა მომხმარებელი უკვე შეძლებს ინტერნეტ საიტის გარდა, მობილური ტელეფონის საშუალებითაც მოიძიოს სასურველი გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონება.

გარდა ამისა, ახალი აპლიკაცია მოქალაქეებს Google Map-ის მეშვეობით გასაყიდი თუ გასაქირავებელი ბინის შესახებ ინფორმაციის და მათი ზუსტი მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში სწრაფად და მარტივად დაეხმარება. ამასთან, allproperty.ge-ის მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაზე დატანილია R - რადიუსის აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც თქვენგან 250-დან 2000 მეტრამდე რადიუსში მიგანიშნებთ გასაყიდი ან გასაქირავებელი ბინის შესახებ.

allproperty.ge-ის აპლიკაციის კიდევ ერთი უპირატესობა განცხადების დამატების ფუნქციაა. თუ თქვენ უძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება ან გაგირავება გსურთ, მაგრამ არ გაქვთ შესაბამისი ფოტო, აპლიკაცია გთავაზობთ ფოტოს გადაღებას და განცხადების პირდაპირ ატვირთვას, რომელიც შემდეგ ავტომატურად განთავსდება allproperty.ge-ის საიტზე.

ამასთან, allproperty.ge-ის მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი აპლიკაცია ნოვაციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ექვს სხვადასხვა ენაზე - ქართული, რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური და თურქული. მისი ჩამოტვირთვა კი სრულიად უფასოა. ამ ეტაპზე მისი ბეტა ვერსიაა გაშვებული, თუმცა ერთ თვეში სრული ვერსია ჩაეშვება.

უძრავი ქონების საძიებო სისტემა allproperty.ge-ზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია. სისტემა ბროკერებს, დეველოპერებს, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უნიკალურ შესაძებლობას აძლევს, შექმნან თავიანთი მისამართი და უშუალოდ საკუთარი საქმიანობის შესახებ განათავსონ სრული ინფორმაცია და მომხმარებელს ყველა საჭირო დეტალი მიაწოდონ. ამ დროისთვის allproperty.ge-ზე 35 დეველოპერია და ყველა მათგანს აქვს საშუალება, პირდაპირ დაამყაროს მომხმარებელთან კავშირი.

თავის მხრივ, მომხმარებელს allproperty.ge-ზე Google Map-ის საშუალებით შეუძლია მოიძიოს სასურველი ბინა.

allproperty.ge საქართველოში უძრავი ქონების პირველი საძიებო სისტემაა, რომელზეც უძრავი ქონების მოძიება Google Map-ის მეშვეობით ქუჩისა და რაიონითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სისტემა მომხმარებელს ასევე სთავაზობს, allproperty.ge-ის ვებგვერდიდან ფიზიკური პირის ან ამა თუ იმ კომპანიის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ავტომატურად მოიძიოს საჯარო რეესტრის ბაზაში.

გარდა ამისა, allproperty.ge მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონებისთვის ფინანსების მოძიების სწრაფ ფორმას - ბანკის იპოთეკური სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია პირდაპირ allproperty.ge-ის საიტზე, რის შემდეგაც ბანკი თავად დაუკავშირდება მომხმარებელს.

დღესდღეობით allproperty.ge-ს 7 ათასამდე უნიკალური მნახველი, ”ფეისბუქის” გვერდზე კი 70 ათასზე მეტი ე.წ. ლაიქერი ჰყავს. allproperty.ge-ში ყველა წამყვანი ბანკი და ყველა სანდო დეველოპერი არის ჩართული, რომლებიც საძიებო სისტემის მეშვეობით მომხმარებელთან უშუალო კონტაქტის სახით საკმაოდ ბევრ ყოველდღიურ ტრანზაქციას ახდენენ.

(R)