აშშ და ჩინეთი შეთანხმებისთვის ჯერ მზად არ არიან

ტრამპის განცხადებით, ჩინეთთან მოლაპარალებები კარგად მიდის, თუმცა აშშ არაა ჯერ მზად შეთანხმებას მიაღწიოს.ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს მოლაპარაკებებს პეკინთან. „მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ჩინეთის ლიდერის, სი ძიანპინის მიმართ. მაგრამ ახლა ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ შეთანხმების გაფორმებას,“ - ხაზი გაუსვა თეთრი სახლის ლიდერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ის დეფიციტი, რომელიც აშშ-ს ჩინეთთან ვაჭრობაში აქვს. ამის გამო მან 15 ივნისს, ჩინეთის მხრიდან ამერიკული ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების მოპარვის მიზეზით და აშშ-სთან უსამართლო სავაჭრო ურთიერთობის გამო, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შედეგად კი ჩინეთის ხელისუფლბამ სარკისებული პასუხი გასცა აშშ-ის ამ ნაბიჯს და თავადაც დააწესა ამერიკულ პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფები და წამოიწყო საქმის გარჩება მსო-ში.

კოკა კვირკველია