სამშაბათის 4,2%-იანი ვარდნის შემდეგ, კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასმა კლება ოთხშაბათსაც განაგრძო და თითო აქციაზე 1,3%-ით, თანხობრივ გამოსახულებაში კი 281,76 დოლარამდე გაუფასურდა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
თუ ერთი დღით ადრე აქციების ფასზე ილონ მასკის მხრიდან კონფერენც-ქოლზე ანალიტიკოსებთან დაპირისპირება მოქმედებდა, გუშინ აღნიშნულ ვარდნას ანალიტიკოსები ბრიტანელ დაივერზე, ვერნონ ანსვორტზე ილონ მასკის მხრიდან მორიგ თავდასხმას ასახელებენ.
ცნობისთვის, ანსვორტი ტაილანდის გამოქვაბულში მოსწავლეების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა და მან ილონ მასკის იდეა გააკრიტიკა, რომელიც ამ სამაშველო ოპერაციაში მისი მინი სუბმარინის გამოყენებას უჭერდა მხარს. პასუხად Tesla-ს ხელმძღვანელმა მას პედოფილი უწოდა. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ ახლა ისევ გაიმეორა.
წერილში, რომელიც მიიღო პორტალმა BuzzFeed, მასკმა ანსვორტს ბავშვებზე მოძალადე უწოდა.
„ის ეული ასაკოვანი თეთრი კაცია ინგლისიდან, რომელიც 30-40 წელი ან მოგზაურობდა ან ცხოვრობდა ტაილანდში, ძირითადად სანაპირო პატაიას რაიონში. შემდეგ გადასახლდა ჩიანგრაიში, რომ დაქორწინებულიყო 12 წლის გოგონაზე. გირჩევთ დაუკავშირდეთ ტაილანდში ნაცნობებს და შეწყვიტოთ მოძალადის დაცვა“ - წერს მასკი.
კოკა კვირკველია