როგორ დავამარცხოთ სტრესი და მისგან გამოწვეული პრობლემები

საქმიანი ადამიანების დიდ ნაწილს მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში უწევს ყოფნა.

სტრესი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე, მის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა სამწუხაროდ, „სამსახურეობრივი სტრესით“ შეპყრობილი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. შედეგები კი შეიძლება სავალალოც კი აღმოჩნდეს. უძილობა, პრობლემები გულისა და სისხლძარღვების მხრივ, კუჭის ტკივილი და კიდევ სხვა არაერთი პრობლემა სწორედ სამსახურსა თუ სახლში მუდმივად საქმეზე ფიქრმა და სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს.

სტრესის დროს სწრაფად გამოიყოფა ჰიდროკორიზონი, რომელიც შთანთქავს C ვიტამინს. ეს უკანასკნელი კი ორგანიზმის მთავარი თავდაცვითი ძალაა. შესაბამისად, ორგანიზმი C ვიტამინის გარეშე სუსტდება, ქვეითდება მისი იმუნიტეტი და სტრესით გამოწვეული სხვადასხვა კონკრეტული დაავადების პარალელურად, ის ადვილად იღებს სეზონურ ვირუსებსაც, უჭირს მათთან გამკლავება.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი ადამიანის პროდუქტიულობაზე აისახება. თითოეული ბიზნესმენი, მენეჯერი თუ რიგითი თანამშრომელი, რომელიც მუდმივი სტრესისა და დაძაბულობის რეჟიმში მუშაობს და ფიქრობს, რომ საქმისთვის ასე აჯობებს, ძალიან ცდება. რადგან რეალურად სტრესი ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად, მის პროდუქტიულობასაც კლავს.

სტრესის დაძლევაში ნევროლოგების შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:

შეეჩვიეთ საკუთარი დროის დაგეგმვას - შეეცადეთ, დაახარისხოთ თქვენი საქმეები უფრო სასწრაფოდან შედარებით ნაკლებად სასწრაფომდე. არ შეეჭიდოთ ყველას ერთად.

ატარეთ მოხერხებული ტანსაცმელი - მოტკეცილი ტანსაცმელი, ძალიან ვიწრო ქვედაკაბა ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეიძლება ხანგრძლივი დისკომფორტის და, შესაბამისად, სტრესის მიზეზად გადაიქცეს.

არ იშიმშილოთ - ეცადეთ, თან გქონდეთ კეფირი, მაწონი ან დაუმტკბარი იოგურტი, ყველი. დაღლილობისგან გასათავისუფლებლად მიირთვით ჩაი ლიმონის ნაჭერთან ერთად და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, განსაკუთრებით - კომბოსტო. ამით შეივსებთ B და C ვიტამინების მარაგს.

არ მოიკლოთ ძილი - დაგეგმეთ საქმე ისე, რომ არ მოგიწიოთ შუაღამემდე მუშაობა. დაძინებამდე ერთი საათით ადრე შეეცადეთ, მოდუნდეთ, დაივიწყოთ ყველა საქმე. აითვისეთ პრინციპი: “ამაზე ხვალ ვიფიქრებ!”.

bpn

სერიოზულად მიუდექით დასვენებას - ეცადეთ, სამუშაო დატვირთვა ისე გადაანაწილოთ, რომ დასვენებისთვის დრო დაიტოვოთ. კვირაში ერთი დღე მაინც სრულიად უნდა გაათავისუფლოთ სამსახურებრივი საქმეებისგან. კარიერის გამო შვებულებაზე უარი არ თქვათ.

თუმცა თუ თქვენ მაინც მეტ-ნაკლებად სტრესულ გარემოში გიწევთ მუშაობა და ცხოვრება, მაშინ აუცილებელია, რომ თქვენს ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე იზრუნოთ. ამ შემთხვევაში თქვენ „იმუნეისი“ დაგეხმარებათ. ეს არის 23 ვიტამინის, მინერალის და ამინომჟავას უნიკალური კომბინაცია ჯანსაღი იმუნიტეტის შენარჩუნებისათვის. „იმუნეისი“ აჯანსაღებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, აძლიერებს ორგანიზმს, ამცირებს გრიპისა და გაციების ვირუსით დაავადების რისკს.

„იმუნეისის“ შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები, ბუნებრივი კაროტინოიდები, ვიტამინი A აჯანსაღებს კანსა და ლორწოვან გარსებს, რაც ორგანიმზში ტოქსინებისა და მიკრობების შეღწევას აფერხებს. ციტრუსების ბიოფლავანოიდები, რომელიც C ვიტამინის ნატურალური წყაროა, E ვიტამინი, თუთია და სელენი ძლიერი ანტოქსიდანტებია. რკინა და ფოლის მჟავა სისხლის უჯრედების წარმოქნასა და განახლებას უწყობს ხელს. „იმუნეისის“ მიღება რეკომენდირებულია:

  • ვინც გასულ სეზონზე იავადმყოფა გრიპითა და გაციებით, ჰქონდა ფილტვების ანთება, ბრონქიტი, გაუხანგრძლივდა ხველა, ვისაც დასჭირდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
  • ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს.
  • ვისაც ავადმყოფობის შემდეგ დიდხანს დარჩა სისუსტე და უღონობა.
  • ვისაც ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.