კიკეთში არსებულ ხევში მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

კიკეთში, ბაჩანას ქუჩაზე არსებულ ხევში, რომელიც ხუთ ოჯახს გარესამყაროსთან აკავშირებს, მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი, უამინდობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

მათივე ინფორმაციით, მილხიდის მშენებლობის სამუშაოებს კიკეთში მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გამგებლის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება აქ მცხოვრებთათვის წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას გადაჭრის.

მისივე განმარტებით, ძლიერი წვიმები ხევში არსებული გრუნტისქვეშა წყლების ადიდებას და გადასასვლელის ჩახერგვას იწვევდა, რის შედეგადაც მოსახლეობა ხევს მიღმა გარესამყაროს წყდებოდა.

მილხიდის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარია გამოყოფილი.