კანადის შტატ ონტარიოს, ქალაქ კინგსტონის, ქვინსის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა რბილი დისპლეის მქონე პლანშეტი შექმნეს, რომელიც ღერძის ირგვლივ დახვეულ ქაღალდს მოგაგონებთ.
როგორც გამოცემა N+1 წერს, მოწყობილობა სახელწოდებით MagicScroll 7,5-დიუმიანი ეკრანითაა, რომელიც სმარტფონის ორი დისპლეისგან შექმნეს.
ეკრანის ერთი ბოლო მიმაგრებულია ცილინდრის ღერძზე, მეორე კი შეიძლება „გადმოახვიოთ“. თავად ცილინდრის კორპუსში კი განთავსებულია სამუშაო დედა პლატები და ელემენტები, ასევე ეკრანის დასამაგრებელი მაგნიტები.
ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ამ პლანშეტისთვის სერიული წარმოების სახისა და ფორმის მიცემა.
კოკა კვირკველია