მხარს ვუჭერთ ახალ რეგიონალურ ენერგოპროექტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებიდან საქართველომ დამატებითი შემოსავალი უნდა მიიღოს.
„აქტიურად განიხილება და ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ რეგიონალურ ენერგოპროექტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული და საქართველომ აქედან მიიღოს დამატებით შემოსავალი. ამასთან ერთად, ჩვენ შევთანხმდით, რომ შესაბამისი უწყებები განიხილავენ და ჩამოაყალიბებენ ერთობლივ საწარმოებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად და გავზარდოთ ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან ევროკავშირის მიმართულებით“, - განაცხადა ბახტაძემ.