გარდაბანში ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობი დაიწვა

გარდაბანში, სოფელ ყარაჯალაში ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობი დაიწვა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 350 კვადრატული მეტრის ფართზე იყო გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.