დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციების გაფართოებით დაემუქრა, რაც სკრიპალების მოწამვლის საქმეში ახალი დეტალების გამოვლენას უკავშირდება. ამის შესახებ განცხადება გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კარენ პირსმა გააკეთა.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, რა სახის ნაბიჯების გადადგმა იქნება ყველაზე კარგი“, - განაცხადა პირსმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთის გარდა, სოლსბერიში მომხდარის გამო, 28 ქვეყანამ და ნატო-მ რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნებიდან გაიწვიეს.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ, აშშ-მა და კანადამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ისინი ეთანხმებიან ლონდონის დასკვნას, რომ სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილები „გრუ“-ს თანამშრომლები არიან.
აღნიშნული ქვეყნები აცხადებენ, რომ მამა-შვილის მოწამვლა დიდი ალბათობით სანქცირებული იყო უმაღლეს სამთავრობო დონეზე.