კომპანიები, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის პროფილი არ ექნებათ მითითებული, დაჯარიმდებიან.
ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქცირების მექანიზმი 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
„მინდა, თქვენი ეთერითაც მოვუწოდო ბიზნესს, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საკუთარი კომპანიების პროფილი დაარეგისტრირონ. ამისთვის მათ 1-ლი აგვისტოდან მიეცათ ორ თვიანი ვადა, რა პერიოდშიც ყველა კომპანიამ უნდა მიუთითოთ რეესტრში საქმიანობის პროფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ლი ოქტომბრიდან მათი დაჯარიმება მოხდება. რაც შეეხება სანქციის ოდენობას, ჯარიმა - 1000 ლარს შეადგენს,“-აღნიშნა ფერაძემ.