წალკის სოფლები დაისეტყვა

წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.

წალკის გამგეობის ინფორმაციით, წუხელ დაისეტყვა წალკა, სოფელი გუმბათი და ბეშთაშენის თემში შემავალი რამდენიმე სოფლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, განადგურდა ნათესები, ხეხილი და ბოსტნეული.

სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს გამგეობასთან არსებული კომისია დილიდან სწავლობს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის სახელმწიფოსგან ანაზღაურებას ითხოვს.