„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს. მათი ცნობით, 9 სექტემბერს დღის გარკვეულ მონაკვეთში მოქალაქეები „თიბისის“ საბანკო ბარათებს ვერ გამოიყენებენ.

აღნიშნულის შესახებ, მოქალაქეებმა SMS შეტყობინებები უკვე მიიღეს.

„გაცნობებთ, რომ ტექნიკური განახლებების გამო,  9 სექტემბერს (კვირას გამთენიისას), 03:00-07:00 შუალედში შეუძლებელი იქნება ბარათების გამოყენება ნებისმიერ არხში,“-აღნიშნულია შეტყობინებაში.