რატომ გადააყენეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი თაბუაშვილი?

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მიხეილ დუნდუა ახალი ენერგიით მეტს შესძენს შემოსავლების სამსახურს.ასე უპასუხა მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გადააყენეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი თაბუაშვილი.

„გიორგი თაბუაშვილმა თანამდებობა თავისი განცხადებით დატოვა. ის საკმაოდ დიდი ხანი იყო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი და საკმაოდ წარმატებული სამსახური დატოვა. ეს საკმაოდ გამართული სამსახურია, თუმცა ახალი სისხლი და გადახალისება არასოდეს არის ზედმეტი. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიხეილ დუნდუა ახალი ენერგიით და ახალი ხედვებით მეტს შესძენს ამ სამსახურს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.