თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 1 200 000 დოლარია (3 177 500 ლარი).
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 1 400 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 1 050 კვადრატული მეტრია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი მოიცავს 6 საძინებელ ოთახს საკუთარი სველი წერტილით.
„თეთრი ვილა სრულად გარემონტებულია. სრული ტექნიკით, ავეჯით. სახლს აქვს ასევე - აუზი, საუნა, სატრენაჟორო, ჯაკუზი, საგარდერობო ოთახი, 2 საკუჭნაო, 2 გარე საკუჭნაო, დაცვის კამერები და სენსორები,“-აღნიშნულია განცხადებაში.
იხილეთ ფოტოგალერეა