სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევმა სოფელ მუჟავაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
“მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.