21st Century Fox-მა სტრიმინგ სერვისში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

პლატფორმა Caffeine აპირებს YouTube-ისა და Twitch-ის შევიწროებას ვიდეოთამაშების პირდაპირი ტრანსლაციის ბაზარზე, ამაში კი მას მედიაჰოლდინგ 21st Century Fox-ის მიერ ინვესტირებული 100 მილიონი დოლარი დაეხმარება.

შეთანხმების შედეგად შეიქმნა საერთო პროექტი Caffeine Studios — კომპანია მომსახურებისათვის ვიდეოთამაშების ექსკლუზიურ კონტენტს შექმნის, კიბერსპორტის, გართობისა და სპორტის ცალკეული სახეობების კატეგორიაში. ხოლო კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდა 21st Century Fox-ის წარმომადგენელი ლაკლან მერდოკი.

სტუდიის თანამფლობელი გახდება კომპანია New Fox, რომელიც 21st Century Fox-ის საკუთრებაა. ამ სტრუქტურის შემადგენლობაში იქნება მედიაჰოლდინგის ის აქტივები, რომელიც Disney-ის შემადგენლობაში არ გადავა კომპანიის საბოლოო შერწყმის შემდეგ.

სტარტაპი Caffeine-ი Apple TV-ის ყოფილმა დიზაინერებმა 2016 წელს შექმნეს. კომპანია გაშვების წინა პერიოდშია და შეეცდება ბაზარზე არსებული ისეთი მოთამაშეების შევიწროებას, როგორებიცაა YouTube და Twitch, ამას კი პირველ რიგში „სტრიმინგი რეკლამის გარეშე“ შეთავაზებით შეეცდება, ხოლო მაუწყებლებს შემოსავლის მიღება მიკროტრანზაქციებით შეეძლებათ.

კოკა კვირკველია