"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების საკითხის განხილვა ერთი კვირით გადაიდო

"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების საკითხის განხილვა ერთი კვირით გადაიდო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე "რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებები იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ცნობადი ბრენდები და მათი სახელები არ უნდა იქნას თარგმნილი სავალდებულო წესით ქართულ ენაზე.

რაც შეეხება რეკლამას და პროდუქტების პრომოს, მინისტრის განცხადებით, ეს რა თქმა უნდა, სავალდებულოდ უნდა ითარგმნოს.

"რაც შეეხება კონკრეტულად საბრენდო დასახელებას, ამაზე იყო საუბარი, რომ არ ითარგმნოს. თუმცა იყო დასაზუსტებელი საკითხები და გადავაავადეთ ერთი კვირით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.