11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. შედარებისთვის, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული იყო 22,5 ათასი ტონა ყურძენი.
რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 11,5 ათასი ტონა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი - 8 ათასი ტ., სიღნაღი - 4,7 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 3,2 ათასი ტ., ახმეტა - 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე.
დღეღამურად, საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.