ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი Allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით ქართული ღვინის მწარმოებლები, გრანდიოზული ფესტივალისთვის უკვე მეორე წელია ემზადებიან.
ფესტივალზე მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ბევრი სიურპრიზით ბრუნდება. შარშანდელმა წელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, წელს კი კიდევ უფრო მეტ სტუმარს ველოდებით. მონაწილეობის მიღების მსურველებმა კი აუცილებლად უნდა მოგვწერონ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival ან დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე“ - ანანო თავხელიძე, ორგანიზატორი.
"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ მრავალფეროვანი აქტივობით იქნება დატვირთული, რომლებიც სტუმრებს დადებით განწყობას შეუქმნის და ქართულ ტრადიციულ და სხვადასხვა სახეობის ღვინოს კიდევ უფრო საინტერესოდ გააცნობს. აქტივობები მოიცავს ღვინის დეგუსტაციასა და გამოფენა-გაყიდვას, რაც გასულ წელს ჩატარებული ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო, რადგან სტუმრებმა ღვინის ბევრი ისეთი სახეობა აღმოაჩინეს, რაც მათთვის უცნობი იყო და ბევრი ისეთი მწარმოებლის შესახებ შეიტყვეს, რომელთა შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. "ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წამოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ყველი.
იმისათვის, რომ აღნიშნული პროდუქტების დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახდეს, სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს და გასული წლის მსგავსად, ფესტივალს გააფორმებენ მიმები. ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე გელოდებათ.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. როგორც შარშან, ასევე წელს ორგანიზატორები ძალიან ბევრ ტურისტს ელოდებიან. ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები მათ გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს არის ფესტივალი, რომელიც ღვინის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს. საკონტაქტო ინფორმაცია: 558 598 598, 577 22 99 93