ლევან დავითაშვილი - კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას

კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას და ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ლეგალურად დაშვებულია ასეთი კულტურის წარმოება, ეს ხდება სპეციალური პირობების შესაბამისად და კონტროლი ამაზე არსებობს საკმაოდ მკაცრი.

„მისი წარმოება, ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას. შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში. იმ ქვეყნებში, სადაც ლეგალურად დაშვებულია ასეთი კულტურის წარმოება, ეს ხდება სპეციალური პირობების შესაბამისად და კონტროლი ამაზე არსებობს საკმაოდ მკაცრი. წარმოდგენილი კანონმდებლობაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ეს არ იქნება თავისუფალი კულტივირების პროდუქტი. ეს იქნება მკაცრად განსაზღვრული, ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული კულტივირების წესები“, - განაცხადა მინისტრმა.