ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 12 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 46 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.090 პროცენტით, მაქსიმალური 7.160 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.139 პროცენტით განისაზღვრა.