რუსული ესტრადის 7 უმდიდრეს მომღერალს შორის ორი ქართველია - რა თანხას გამოიმუშავებენ ქართველები მოსკოვში

რუ­სე­თის შვიდ ყვე­ლა­ზე მდი­დარ მუ­სი­კოსს შო­რის ორი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ვარ­სკვლა­ვია. პორ­ტა­ლის skolkozarabatyvaet.ru მო­ნა­ცე­მე­ბით, ესტრა­დის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გრი­გო­რი ლეპ­სია, რო­მე­ლიც 12.3 მლნ დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობს.

ლეპსს კა­პი­ტა­ლი მხო­ლოდ სიმ­ღე­რის წყა­ლო­ბით არ და­უგ­რო­ვე­ბია - ის ფლობს მზის სათ­ვა­ლე­ე­ბის მა­ღა­ზი­ებს, კა­რა­ო­კე ბა­რებს, აქვს არა­ერ­თი სხვა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი.

ამა­ვე პორ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლეპ­სის ჰო­ნო­რა­რი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 90-100 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

კი­დევ ერთი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მდი­დარ შვი­დე­ულ­ში შე­ვი­და, ვა­ლე­რი მე­ლა­ძეა - 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებს. მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გარ­და, მე­ლა­ძეს ასე­ვე აქვს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი, არის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რი... ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ძმას­თან, კონ­სტან­ტინ­თან ერ­თად რუ­სუ­ლი ესტრა­დის ფი­ნან­სუ­რად ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის არის.

მე­ლა­ძის ჰო­ნო­რა­რი სა­ათ­ში 55 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან მომ­ღერ­ლებს შო­რის არის თა­მარ გვერდწი­თე­ლიც, რომ­ლის ჰო­ნო­რა­რი 40-50 ათა­სი ევ­როა. კითხვის   გაგრძელება