თბილისის მერია სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისას, ასევე სამშენებლო მოედნებზე დამტვერიანებასთან დაკავშირებით ცვლილებების პაკეტს ამზადებს

თბილისის მერია სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების დროს, ასევე სამშენებლო მოედნებზე დამტვერიანებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

„თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი განმაპირობებელი არის მტვრის ნაწილაკები, როგორც მსხვილი ფრაქცია, ასევე წვრილი ფრაქცია, რისი გამომწვევი მიზეზიც ორია - მწვანე საფარის ნაკლებობა თბილისში, რა კუთხითაც ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს ვახორციელებთ და მეორე ეს არის სამშენებლო მტვერი, რომელიც სამშენებლო მასალის რეალიზაციის, განთავსების, ასევე სამშენებლო მოედნებზე წარმოიშობა“, - განაცხადა ბითაძემ.