დღეს, 22:00 საათიდან თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ყოფილი ბულაჩაურის, ამჟამინდელი კალანდაძის ქუჩა დროებით გადაიკეტება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, კალანდაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, რომლის პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება.
„მთლიანად ავიღებთ გზის საფარს და მოვაასფალტებთ. მთლიანად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები. ელექტროსადენები, რომელიც მიწის ზემოთ არის, მიწის ქვეშ მოეწყობა, რადგან არაესთეტიურია. მალე გვექნება ლამაზი, კომფორტული, მიწისქვშა კომუნიკაციებით შეცვლილი ქუჩები ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ყოფილი საბურთალოს, ახლანდელი ჭაბუკიანის ქუჩა გახსნა. როგორც კალაძემ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ჭაბუკიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც, ავტომანქანებს გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლებათ. რაც შეეხება მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოებს, მისივე განმარტებით, ის ღამის საათებში განხორციელდება.