„ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს“,– ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მონაწილეებისგან მათ მიიღეს ძალიან ფასეული წინადადებები, რომლებიც ეხებოდა როგორც პროექტებს, როგორიცაა ანაკლიისა ან ფოთის პორტების განვითარება, ასევე ახალ მიმართულებებს, როგორიცაა საპორტო სერვისებისა და ოპერაციების დიგიტალიზაცია, რომლებიც საზღვაო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.
ბათუმში 12-14 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ჩატარდა, მას ორგანიზება გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. ბათუმის ფორუმში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.