გორში ბიზნესსექტორისთვის პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება

ქალაქ გორში, ადგილობრივი ბიზნესსექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება დღეს, 12.00 საათზე, გორში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მოეწყობა.

ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორასამდე ადგილობრივი კომპანიაა მიწვეული.