საბურთალოზე, საცობების გამო, გადაადგილება გართულებულია

თბილისში, საბურთალოს რაიონში, საცობების გამო, ავტომობილებისთვის დილიდან გადაადგილება გართულებულია.საცობია რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, საბურთალოს ქუჩაზე, კოსტავას გამზირზე, გოთუას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გუშინ, 22:00 საათიდან ყოფილი ბულაჩაურის, ამჟამინდელი კალანდაძის ქუჩა დროებით გადაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინვე ყოფილი საბურთალოს, ახლანდელი ჭაბუკიანის ქუჩა გაიხსნა, საბურთალოზე არსებულ ქუჩებზე გადაადგილება საცობების გამო მაინც შეფერხებულია.