განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას ითვალისწინებს.
როგორც მინისტრმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეცმასწავლებელი.
მისივე თქმით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.