„საპარტნირო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ Globalscope 2018 - პირველ საერთაშორისო M&A ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი დანელიას განცხადებით, “საპარტნიორო ფონდი“ ინვესტორებს კაპიტალის ეფექტიანი გამოყენების საშუალებას აძლევს და მიმზიდველ ბიზნეს პროექტებში ინვესტირებას სთავაზობს.
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ფორუმზე პრეზენტაცია მოაწყო და ფონდის საქმიანობის შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„M&A ფორუმში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესის განვითრების პერსპექტივებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ.
Globalscope ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი, შერწყმასა და შესყიდვაზე სპეციალიზებული, მსოფლიო ქსელის - Globalcope-ის წევრი გახდა. პირველად, საქართველოში ქართულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზღვარგარეთ ახალი ბიზნესის შეძენით, ან არსებული ბიზნესის ადგილზე გაფართოებით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, ბიზნესის შერწყმის ან გაყიდვის შესაძლებლობა ეძლევათ.
საერთაშორისო M&A ფორუმი საქართველოში საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ორგანიზებით პირველად გაიმართა. საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალმა“ Globalscope-ის მორიგი ფორუმისთვის საქართველოში მასპინძლობის უფლება ავსტრალიაში გამართულ წინა წლის ფორუმზე 46 წევრი ქვეყნის კენჭისყრის შედეგად მოიპოვა.
Globalscope 1987 წელს დაარსებული, მსოფლიოს წამყვანი Mergers & Acqisitions ქსელია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში, მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოებისა და რესტრუქტურიზების ტრანზაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციაში.