რისი მოწყობა იგეგმება ენგურჰესზე - ტურისტული ცენტრის პროექტი უკვე დასრულებულია (+ვიდეო)

ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულებულია. ამის შესახებ, ინფორმაციას ენეგრგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოებს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ შვილობილი კომპანია  "ენგურის ტურისტული ცენტრი’’ ახორციელებს. პროექტში ასევე ჩართულები არიან „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და შპს "ენგურჰესი". საპროექტო სამუშოები კი ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების" მიერ არის შესრულებული.

„ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მიზანია, ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს როგორც შემეცნებითი, გასართობი და კულტურული ცენტრი, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.

ენგურის კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარდა ამისა, მას განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაღოვანი კაშხალია. ეს იქნება პირველი ინდუსტრიული მონუმენტი, რომლის ფარგლებში მუზეუმი და მედია ცენტრი ერთდროულად იარსებებს. ასევე ეს იქნება მსოფლიოში პირველი მულტიფუნქციური ტურისტული ცენტრი, რომელიც კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე - შემეცნებითი და ინტერაქტიული აღმოჩენათა ცენტრი, ტერიტორიაზე გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციების შეხამება ახალი სახის ტურისტულ ჰაბს ქმნის,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.