კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას - 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარდა, ცვლილებები შედის “სისხლის სამართლის კოდექსში“. კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, 21 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა კანაფის ინდუსტრიაში დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7-წლამდე.
შს სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.