იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სატვირთო ავტომობილი ადგილზე დაილუქა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.
ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.