წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 58 ფილიალს აერთიანებს, 17 სექტემბერს, ვარკეთილში, კავახეთის 42ა–ში კიდევ ერთ წიგნის მაღაზიას ხსნის.
მაღაზიაში წიგნების ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი როგორც ქართულ ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. მომხმარებლებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ვარკეთილში მდებარე მაღაზიაში არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა. მათი მთავარი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და „ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებლების წახალისებაა.
„კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. „ბიბლუსის“ ახალი ფილიალი კიდევ ერთხელ ადასტურებს მომხმარებლებს კეთილგანწყობას და სიყვარულს. იმას, რომ მოთხოვნა წიგნებზე ყოველდღიურად იზრდება, „ბიბლუსს“ კი ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის”,- აცხადებენ კომპანიაში
აღსანიშნავია, რომ დღეს, ვარკეთილში არსებული მაღაზია 9:00-ზე გაიხსნა, თუმცა გახსნის ოფიციალური ღონისძიება18:00 საათზე დაიწყება. მომხმარებლები წიგნების შეძენას 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. 18:30-ზე დაიწყება სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც „ბიბლუსისგან“ საჩუქრად სხვადასხვა საინტერესო პრიზებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი. კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.