საქართველოს მობილურ ბაზარზე ამერიკული ბრენდი Energizer შემოვიდა

ამერიკული ბრენდი ენერჯაიზერი 1896 წელს დაარსდა და მსოფლიო ლიდერია ბატარეების და ენერგიის წყაროების ინდუსტრიაში.

2015 წელს კომპანიამ სმარტფონების და მობილური ტელეფონების წარმოება დაიწყო. კომპანიამ აქცენტი გააკეთა ხარისხსა და ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაზე, რის მისაღწევადაც ამ სფეროში მოპოვებული რამდენიმე ასეულ უნიკალურ პატენტს იყენებს.

მსოფლიო ბაზარზე კომპანია მობილური ტელეფონების სამი ხაზით არის წარმოდგენილი:

Energy - სტანდარტული მობილური ტელეფონები და სმარტფონები

Energy Plus - მობილური ტელეფონები და სმარტფონები მძლავრი ელემენტით.

Hardcase - წყალგაუმტარი და დარტყმაგამძლე მობილური ტელეფონები და სმარტფონები.

bpn

ენერჯაიზერი საკუთარ სმარტფონებში მეტწილად Sony-ს კამერებს იყენებს, რაც გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. კომპანიის მარკეტინგის ოფისი ამერიკაში, დიზაინ სტუდია კი საფრანგეთში, ქალაქ მარსელშია განლაგებული. საქართველო მსოფლიოს რიგით 35-ე ქვეყანა გახდა, სადაც მომხმარებელი ოფიციალურად შეძლებს Energizer-ის ბრენდის სმარტფონებისა და აქსესუარების შეძენას.

პირველ ეტაპზე გაყიდვაშია სამი მოდელი:

bpn

Energizer H240S - დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი ღილაკებიანი 4G სმარტფონი ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე (399 ლარი)

Energizer E400 LTE - დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი სენსორული სმარტფონი 8MP კამერით (599 ლარი)

Energizer H500S დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი 4G სმარტფონი ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე HD ეკრანით და 13MP კამერით (699 ლარი)

ენერჯაიზერის ტელეფონებზე ვრცელდება ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო 2 წლიანი ქარხნული გარანტია. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ელიტ ელექტრონიქსის, ზუმერის და კარფურის ქსელებში.

bpn

(R)